აზიის განვითარების ბანკი
მიმდინარე წლის 22 ივლისიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 30 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „გალტ ენდ თაგარტი".
ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიიღება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს დამატებული 20 საბაზისო პუნქტი, კუპონის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 15 ივლისი. მათ მიენიჭა სავაჭრო კოდი - #ADB03M.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.