28 აპრილი 19:57
GEB 180 | 0.00 % BANK 0.025 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 % GIGB 2.1 | 5.00 %

სს "საქართველოს ბანკი"

2018 წლის 28 მაისს სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/კ №405103034) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ბ-ნი ავთანდილ ნამიჩეიშვილის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ - GEB (ს/კ: 204378869) ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად. წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. ბანკის 2017 წლის აუდიტორული შედეგების დამტკიცების შესახებ:
დამტკიცდეს აუდიტორული კომპანია შპს „იუაი საქართველოს“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა და ბანკის 2017 წლის ფინანსური ანგარიში.
2. დირექტორატის ანგარიში ბანკის 2017 წლის საქმიანობის შესახებ:
დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში ბანკის 2017 წლის საქმიანობის შესახებ.
3. მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:
დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ერთობლივი წინადადება 2017 წლის მოგებიდან 120 000 000 (ას ოცი მილიონი) ლარის ოდენობის დივიდენდის განაწილების შესახებ და სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 4.31 ლარი (ოთხი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ოდენობით.
4. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:
დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 14 ივნისი, 18:00 საათის მდგომარეობით.
5. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:
დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 2 ივლისი.

მთლიანი ინფორმაცია იხილეთ ქვევით.