სს „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“

მიმდინარე წლის 27 ივნისს სს „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის" (ს/ნ 8790603640) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 50 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „გალთ ენდ თაგარტი".
ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 27 ივნისი.
ფასიან ქაღალდს მიენიჭა სავაჭრო კოდი - #BSB05N.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს ინგლისურ ენაზე.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს ინგლისურ ენაზე.