28 აპრილი 12:18
GEB 180 | 0.00 % BANK 0.025 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 % GIGB 2.1 | 5.00 %

შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია"


მიმდინარე წლის 22 სექტემბერს შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" (ს/ნ 204972155) მიერ გამოშვებული
 3 წლიანი, 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს "გალტ ენდ თაგარტი". 
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს წლიურ 7%-ს, პროცენტის წელიწადში ორჯერ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2020 წლის 29 აგვისტო. ობლიგაციებს მიენიჭა სავაჭრო კოდი - $GLC02K.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.