28 აპრილი 12:02
GEB 180 | 0.00 % BANK 0.025 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 % GIGB 2.1 | 5.00 %

სს „თიბისი ლიზინგი“

2020 წლის 2 აპრილიდან სს „თიბისი ლიზინგის 58.4 მილიონი ლარის ღირებულების 3 წლიანი ობლიგაციები დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში. განთავსების აგენტი იყო შპს "თიბისი კაპიტალი". 

ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს დამატებულ 3.25%-ს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 20 მარტი. ობლიგაციებს მიენიჭა სავაჭრო კოდი - #TBL05N.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.