სს "ლისი ლეიქ დეველოპმენტი"
მიმდინარე წლის 26 დეკემბერს სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის" (ს/ნ 404857534) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „თიბისი კაპიტალი". ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა 8%-ით, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2021 წლის 17 დეკემბერი.

