შპს "მ2 კომერციული ქონებები“
მიმდინარე წლის 29 იანვარს სს „მ2 კომერციული ქონებების" (ს/ნ 405263101) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „გალტ ენდ თაგარტი".
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა 7.5%-ით, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2021 წლის 31 დეკემბერი.
ფასიან ქაღალდს მიენიჭა სავაჭრო კოდი - $M2C01L.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს ქართულ ენაზე.